Mapic-ის საერთაშორისო დაჯილდოებაზე გალერია თბილისი ფინალისტებს შორისაა

თბილისი (BPI) – მულტიფუნქციური ცენტრი „გალერია თბილისი“ Mapic-ის საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების საერთაშორისო დაჯილდოებაზე ფინალისტებს შორისაა. ქალაქის ცენტრის აღდგენის ნომინაციის ფინალში მსოფლიო მასშტაბით 3 სავაჭრო ცენტრია წარდგენილი – „გალერია თბილისი“ (საქართველო, თბილისი), „Palazzo Corduzio“ (იტალია, მილანი) და „City Plaza“ (გერმანია, ვუპერტალი).

დაჯილდოება, რომელზეც 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება, 14 ნოემბერს კანში გაიმართება.

Mapic-ის საერთაშორისო დაჯილდოება 13 წევრიანი ჟიურისგან შედგება. ჟიურის წევრებს შორის არიან ისეთი მსხვილი და ცნობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, როგორებიცაა: Sonaesierra, Sites comerciaux, Benoy, Nike და ა.შ.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილზე აშენდა.

პროექტის ფარგლებში განახლდა გრიბოედოვის თეატრი და სრულიად ახლიდან აშენდა თავისუფალი თეატრი, სადაც 2-ჯერ გაიზარდა მთავარი დარბაზის ტევადობა. ასევე, მოეწყო 300 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი და განახლდა რუსთაველის მეტროს შესასვლელი. „გალერია თბილისი“ ერთადერთი სავაჭრო ცენტრია საქართველში, რომელშიც ინტეგრირებულია მაღალი კლასის 78 ნომრიანი სასტუმრო, რაც პოტენციურ ტურისტებს სრული მომსახურების პაკეტის გამოყენების საშუალებას აძლევს და შესაბამისად, მეტ კომფორტს სთავაზობს.

შვიდსართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომელიც 100-ზე მეტ ხელმისაწვდომი და უნიკალური ბრენდის მაღაზიას, კინოთეატრს, ბოულინგ და ბავშვთა გასართობ ცენტრებს, სერვისისა და კვების ობიექტებს და ორ თეატრს აერთიანებს ყველასთვის საყვარელი თავშეყრის, გართობის, და შოპინგის ადგილი გახდა.

პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 100 მლნ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …