Made in Georgia – რკოს წარმოებული ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე გავიდა

თბილისი (BPI) – ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია, ბავშვის ტანსაცმელი საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა.

“რკო” ტანსაცმელი მალე გაიგზავნება ინგლისში და იტალიაში. პროდუქცია განთვასდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში, კერძოდ ლონდონში გაიყიდება მაღაზია „golden blossom“-ში, იტალიაში კი, გაიყიდება ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში.

ფრანგული კომპანია, ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე Playtime Paris დაინტერესდა. გამოფენა 26-29 იანვარს პარიზში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ორი ქართული კომპანია „რკო“ და „სპილოუ“ იყო წარდგენილი. ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაში პირველად მიიღეს მონაწილეობა, სადაც მათ მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარეს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მობილური ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა და მას ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა უსწრებს

Speedtest.net-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ვრცელდება იმ ქვეყნების სია, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი ექნებათ 2026 წელს. საქართველო …