m²-ი $35 მლნ-ის ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – დეველოპერულმა კომპანიამ m²-ი 35 მლნ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა. m² მომხმარებელს უკვე მეექვსედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები ობლიგაციებში.

სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. m²-ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია „გალტ & თაგარტ-მა“ განახორციელა.

„მოხარული ვართ განვაცხადოთ m²-ის ობლიგაციების რიგით მეექვსე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ ფიქსირდება გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მომხმარებლის მხრიდან m²-ის მიმართ მაღალი ნდობის ხარისხზე“. განაცხადა Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …