Lufthansa-მ რეგულარული ფრენები განაახლა

თბილისი (BPI) – COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა.

პირველი რეგულარული ფრენა დღეს უკვე შესრულდა და ავიაკომპანიამ მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოიყვანა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, Lufthansa-ს თბილისი-მიუნხენის რეისით 156 მგზავრმა ისარგებლა.

აეროპორტში მისულ მგზავრებს, TAV-ის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.

ავიაკომპანია რეისებს Airbus A321-200 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, 77 ხმით ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების …