LOT-ი ახალ მიმართულებას ამატებს

თბილისი (BPI) – LOT Polish Airlines-ი ახალ მიმართულებას ამატებს. 2019 წლის ნოემბრიდან ავიაკომპანია კოლომბოს მიმართულებით იწყებს რეისებს. როგორც საქართველოში LOT-ის ოფიციალურ წარმომადგენლობაში – LOT Travel LTD – Georgia-ში აცხადებენ, ვარშავადან ფრენები 3 ნოემბრიდან დაიწყება და აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით იფრენს.

„გეპატიჟებით საუკეთესო სანაპიროების, ეგზოტიკური ბუნებისა და უძველესი არქიტექტურის სამშობლოში”, განმარტავენ LOT Travel LTD – Georgia-ში.

შემთხვევითი სიახლე

21-24 სექტემბერს ქ. თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს  ქ. თბილისში უმასპინძლებს ენერგეტიკის რეგულირების …