“ლივო” აშშ-ის ბაზარზე შესასვლელად ემზადება

თბილისი (BPI) – ქართული ნატურალური წვენების მწარმოებელ კომპანია “ლივოში” იმედოვნებენ, რომ  ამერიკაში გაგზავნილი პროდუქციის საცდელი პარტია მოწონებას დაიმსახურებს და ეს ხაზი წარმატებული იქნება.
როგორც BPI-ს კომპანიის წარმომადგენელმა ლევან არქანიამ განუცხადა, პროდუქცია ექსპორტზე ესტონეთში, გერმანიასა და რუსეთში გადის.
როგორც არქანია ამბობს, მომავალში პროდუქციის გამრავალფეროვნებაც იგეგმება.
„ლივო“ „გაყიდვების მართვის კომპანიის“ მიერ არის შექმნილი. იგი ბაზარზე 4 წლის წინათ გამოჩნდა და ამ დროისთვის „ლივოს“ 8 დასახელების წვენი  “გუდვილის”, “ფრესკოს”, “სმარტისა” და “ნიკორას” სუპერმარკეტების ქსელში იყიდება.

ნატურალური წვენები აჭარაში, „ციტროს“ ქარხანაში იწარმოება, რომელიც „მილენიუმის” პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. წვენები ადგილობრივ ციტრუსის და ხილის ნედლეულით პირდაპირი გამოწურვის მეთოდით მიიღება, რაც მაქსიმალურად უნარჩუნებს სასარგებლო თვისებებს და არომატულ გემოვნებით თვისებებს. ლაბორატორია „ქუალითი ლაბმა“ კვლევის მიხედვით, ლივოს წვენები არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

„ლივო“ კიევში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსზე WorldFood Ukraine 2014-ზე ოქროს მედლის მფლობელიც გახდა.

„ლივოს“ წვენები „აირჩიე ქართულის“ სავაჭრო ნიშნით იწარმოება. კომპანია მუდმივად იღებს მონაწილეობას ამავე სახელწოდებით “გუდვილში” გამართულ გამოფენა-გაყიდვაშუი, რომელიც 2012 წლიდან უკვე ტრადიციულად წელიწადში 2-ჯერ იმართება. გამოკალისი არ ყოფილა არც 23-24 აპრილს გამართული ღონისძიება.

ელენე ცოტაძე, თამარ ძინძიბაძე – “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტები

მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …