ლიბია ამბობს, რომ ევროპაში რუსეთის ნავთობის ჩანაცვლებას შეძლებს

ლიბია პირობას დებს, რომ ევროპაში რუსეთის ნავთობის ჩანაცვლებას შეძლებს. როგორც უცხოური მედია წერს, ევროკავშირის ქვეყნები 5-7 წელში შეძლებენ სრულად უარი თქვან რუსულ ნავთობზე ლიბიიდან მიწოდების გამო.

”ლიბია ახლა ვერ იქნება შემცვლელი… შესაძლოა ხუთ ან შვიდ წელიწადში”, – ასეთი პროგნოზი ლიბიის ნავთობისა და გაზის მინისტრმა მოჰამედ აუნმა გააჟღერა.

როგორც ცნობილია, უკრაინის ომის გამო სანქციების დაწესებამდე რუსეთი ევროპაში დაახლოებით 3 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა და საუდის არაბეთის შემდეგ ნედლი ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორი იყო მსოფლიოში.

 

შემთხვევითი სიახლე

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთვა და საერთაშორისო ვიზიტორების სიმრავლეა – სასტუმრო „მესტია ინნ“

სვანეთში საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. სასტუმრო „მესტია ინნის“ (Mestia Inn) გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ პეტრიაშვილის …