„ქეშბექის დღიურები“ – ანუ 60%-მდე ქეშბექი ყოველდღე, ლიბერთის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის

22 ოქტომბრიდან, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’, ‘Mastercard’-თან ერთად ახალ, საშემოდგომო აქციებს იწყებს. აქციის ფარგლებში, 31 ოქტომბრის ჩათვლით, მომხმარებლებს ყოველდღე სხვადასხვა მათთვის საყვარელ მეგობარ ობიექტში ექნებათ მომენტალური და ყველაზე მაღალი ქეშბექის მიღების შესაძლებლობა.

კამპანიაში ‘ქეშბექის დღიურები’ 20 მეგობარი ობიექტი მონაწილეობს და ამ ობიექტებზე ლიბერთის Mastercard სადებეტო ბარათით 50%-მდე, ხოლო ‘ახალი’ Mastercard ბარათით გადახდის შემთხვევაში 60%-მდე ქეშბექი საბარათე ანგარიშზე მყისიერად დაბრუნდება.

საშემოდგომო აქციაში მონაწილეობას იღებს განსხვავებული კატეგორიის ობიექტები, მათ შორის ქართული ტანისამოსის ბრენდები, სილამაზის სალონები და სტუდიები. ‘ქეშბექის დღიურების’ ყველა მეგობარი ობიექტის ნახვა და აქციით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3TuZOYY

„ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ თავის მომხმარებელს განსაკუთრებული აქციებით ხშირად ანებივრებს. გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება, ამჯერად Mastercard-თან ერთად 20 პარტნიორ კომპანიაში ნებისმიერ მსურველს ყველაზე მაღალი ქეშბექი შევთავაზოთ. მომხმარებლებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ლიბერთის Mastercard სადებეტო ან ‘ახალი’ ბარათი, ბარათის აღება ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში სულ რამდენიმე წუთში შეუძლიათ. ‘CashBack-ის’ გუნდში კი ვაგრძელებთ მუშაობას და წლის ბოლომდე არაერთ საინტერესო კამპანიას შევთავაზებთ ლიბერთის მომხმარებლებს“ – დაჯი მალაღურაძე, ლიბერთი ბანკის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …