ლიბერთის განვადების აქცია ელიტ ელექტრონიქსში დაიწყო

14 ოქტომბრიდან, ელიტ ელექტრონიქსში, ლიბერთის განვადების ახალი აქცია დაიწყო – ნებისმიერ მსურველს, რომელიც ელიტ ელექტრონიქსში სასურველ პროდუქციას განვადებით შეიძენს, მინიმუმ 1000 ლარიანი შენაძენისას 100 ლარი ქეშბექი დაუბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ ლიბერთის განვადებით შესაძლებელია რამდენიმე ნივთის ერთდროულად შეძენა – შესაბამისად, მინიმალური 1000 ლარიანი შენაძენი მომხმარებელს, სურვილისამებრ, შეუძლია რამდენიმე ნივთისგან შეადგინოს.
ლიბერთის განვადების პარტნიორებს ელიტ ელექტრონიქსი უკვე ერთი წელია შემოუერთდა და პარტნიორობის ფარგლებში არაერთი აქცია შესთავაზა მომხმარებელს. 14 ოქტომბრიდან კი 100 ლარი ქეშბექის დაბრუნება ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება.
განვადების აქცია მოქმედებს ელიტ ელექტრონიქსის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით და ვრცელდება მაღაზიაში ფასდაკლებულ პროდუქციაზეც. აქციით სარგებლობისთვის საკმარისია ელიტ ელექტრონიქსის ფილიალებში ლიბერთის განვადების განაცხადის შევსება – განვადების აღების პროცესი სწრაფი და მარტივია და ერთ მომხმარებელს რამდენიმე განვადებითაც შეუძლია სარგებლობა.
აღსანიშნავია, რომ გარდა ხელფასის, იჯარის ან გზავნილიდან მიღებული შემოსავლებისა, 70 წლამდე მომხმარებლებისთვის განვადებით სარგებლობა საპენსიო შემოსავლის საფუძველზეც ხელმისაწვდომია.
ლიბერთის განვადების პროგრამაში ჩართულია 1,500-ზე მეტი პარტნიორი კომპანია. განვადების დამტკიცება, გაცემა და წინსწრებით დაფარვა უფასოა. აქციის და პროდუქტის დეტალური პირობების ნახვა შესაძლებელია ოფიციალურ ვებ გვერდზე: libertybank.ge

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …