ლარი მცირედით გამყარდა

28 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.1917 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2234 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.17 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5054 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5486 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.32 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2151 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 4.1987 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 მარტიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …