ლარი მცირედით გამყარდა

15 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2178 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2322 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.44 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5383 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.48 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2174 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1944 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 მარტიდან შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

რუსთავის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის …