ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

12 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.0841 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0755 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.86 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3518 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3544 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2100 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.0152 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 აპრილიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …