ლარი გამყარებას აგრძელებს

20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9036 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9262 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.26 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0738 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0789 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.51 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1821 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.6240 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 მაისიდან  შევა ძალაში.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …