კრიპტოვალუტის რეგულირების კანონპროექტი პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება

კრიპტოვალუტის რეგულირების კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ კანონის პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და სამუშაო ვარიანტი მალე სრულყოფილ სახეს მიიღებს.

“საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივების რეგულირების სამართლებრივი ჩარჩოს პირველადი პროექტი, ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა. ეს მოიაზრებს ვირტუალური აქტივის გადაცვლის, გადაცემის, ადმინისტრირების, მომსახურების განმახორციელებელი პირების რეგულირებას, მათთვის რეგისტრაციის ლიცენზირების შესაბამისობის ტესტისა და ფულის გათეთრების კონტროლის მოთხოვნების განსაზღვრის გზით. ჩვენ გვაქვს სამუშაო ვარიანტი, რომელზე მუშაობაც ცოტა ხანში დამთავრდება. ვგეგმავთ ამ პროექტის განხილვას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. ამის შემდეგ 2022 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ჩარჩო გვინდა განვიხილოთ, მივიღოთ რეკომენდაციები და ამის შემდეგ 2022 წლის განმავლობაში დოკუმენტი პარლამენტს წარედგინება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …