საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა ნატახტარი-ლეხურას გაზსადენის მიმდებარე ტერიტორია გაამწვანეს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამწვანების აქციის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ჯიშის ხის 100 ნერგი დარგეს.

აქტივობისთვის, სოფელ ვაზიანში,  ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გაყვანილი ნატახტარი-ლეხურას გაზსადენის 17 კილომეტრიანი დერეფნის მიმდებარედ  არსებული ფერდობი შეირჩა. მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი, სამშენებლო დერეფანში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, რიგ შემთხვევებში, ხე-მცენარეების აღრიცხვასა და გაჩეხას მოიაზრებს, შესაბამისი პროცედურების დაცვით. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაჩეხილი ხეების სანაცვლოდ ახალი ნერგების დარგვის ინიციატივით გამოვიდა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდა, რომლის მიზანიც, გარემოს დაცვაზე ზრუნვა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

დასარგავი ხის ჯიშები, სპეციალისტების მიერ, ადგილობრივი გარემო პირობებისა და კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორის იყო იფანი, ნეკერჩხალი, მუხა, კვიპაროსი და ა.შ. გასამწვანებელი ტერიტორია კი, რომლის  სიახლოვესაც სკოლა, სპორტული მოედანი და საბავშვო ბაღი მდებარეობს, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით იქნა არჩეული. ხეების დარგვაში მონაწილეობა სოფლის მაცხოვრებლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მათ შორის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა მიიღეს.

გამწვანების აქცია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანისა და  კორპორაციის დირექტორატის ინიციატივითა და ჩართულობით ჩატარდა.

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …