ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ორგანიზებით, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში მიმდინარეობს

ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ორგანიზებით, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში მიმდინარეობს. კონფერენცია 2 დღიანი და 200-ზე მეტი ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ესწრება. ქართველ მედიკოსებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ამერიკელი, ესპანელი ჰოლანდიელი, თურქი და ქართველი ექსპერტები კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების Endocrine Society ქართულ ენაზე ნათარგმნი და გამოცემული 2 გაიდლაინის პრეზენტაცია ლიპიდოლოგიაში: „დისლიპიდემიის მართვა ენდოკრინული დაავადებების დროს“ და „ჰიპერტრიგლიცერიდემიის შეფასება და მართვა“. აღნიშნული გაიდლაინები ითარგმნა ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების ოფიციალური მხარდაჭერით.
კონფერენცია ინტერაქტიულ რეჟიმში მომდინარეობს, განიხილება კლინიკური შემთხვევების, პაციენტთა გამოკვლევებისა და მკურნალობის სქემის ალგორითმები. კონფერენციის ფარგლებში განხილული ინფორმაცია ეფუძნება უახლეს საერთაშორისო გაიდლაინებსა და ექსპერტთა რეკომენდაციებს.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …