კალაძეს ტენდერებიდან უპასუხისმგებლო კომპანიების ჩამოშორება სურს

თბილისი (BPI) – თბილისის მერს ტენდერიდან ისეთი კომპანიების ჩამოშორება სურს, რომლებმა ვალდებულებები ვერ შეასრულეს. კახა კალაძე შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის რომ მათ ტენდერებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.

შესაძლოა კომპანიების ერთგვარი „შავი სიაც“ კი შედგეს.

მერმა მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კომპანიამ დეკემბრის ბოლოს ვერ შეძლო და სამუშაოების ბოლომდე მიყვანის ვალდებულებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იღებს. კომპანიის წინააღმდეგ კი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა.

მერმა ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც გაიხსენა, რეაბილიტაცია, რომელიც 50-მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობდა, 7 თვეს გაგრძელდა. “მსგავსი დამოკიდებულება და უპასუხისმგებლობა კატეგორიულად მიუღებელია. უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვიმოქმედოთ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ “, – განმარტავს მერი.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …