სამშენებლო კომპანიებს K2-ის მოსაკრებლის დავალიანების განწილვადება შეეძლებათ

სამშენებლო კომპანიები გაზრდილი K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის დავალიანების განწილვადებას შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა მიმდინარე და შეჩერებული პროექტების გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

„2019 წლიდან შევზღუდეთ K2 კოეფიციენტის გადამეტება. ქალაქში მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ სწორად უნდა განხორციელდეს. მინდა, სამშენებლო სექტორს K2-ის მოსაკრებლის განწილვადებასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივა გავაცნო. ეს ეხება 2019 წლამდე გაცემულ მშენებლობის ნებართვებს, რომელთაც აქვთ შესყიდული K2 კოეფიციენტი. ეს კომპანიები მოსაკრებელს ვერ იხდიან. ამის გამო, მშენებლობები გაჩერებულია, ასევე, მუნიციპალიტეტისადმი მრავალმილიონიანი დავალიანება აქვთ.  სამშენებლო კომპანიებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება, შევჯერდით, რომ დავუშვათ K2-ის განწილვადება. კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …