K2 კოეფიციენტის მატებისთვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდა მშენებლებს 2025 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდებათ

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. პარლამენტის წევრთა ერთი ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

„დღეისათვის სამშენებლო კომპანიებს რომელთაც 2017 წლამდე გააჩნდათ K 2 კოეფიციენტის მატებისთვის გადასახდელი თანხები და რომელთა გადახდაც ვერ მოხდა, მაგრამ მშენებლობა თითქმის დასრულებული აქვთ, იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამ მშენებლობების დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება, გთავაზობთ 2025 წლამდე გადავუწიოთ მათი გადახდა იმ დათქმით, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განაცხადის წარდგენა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნას 2025 წლის 1 იანვრამდე“,- განმარტა კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატმა ბექა დავითულიანმა. მომხსენებლის თქმით დღისათვის ქვეყანაში ასეთი 25 კომპანიაა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …