K-water-მა ნენსკრა ჰესის პროექტის 2019 წლის გეგმები წარადგინა

თბილისი (BPI) – კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–მა ენსკრა ჰესის პროექტის 2019 წლის გეგმები წარადგინა.

კორეის უმსხვილესი წყლის რესურსების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი ჰაკსუ ლი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს შეხვდა.

მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს კომპანია “ნენსკრა ჰიდრო” აწარმოებს, რომელიც K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნენსკრა ჰესის  მშენებელობის პროცესი საერთაშორისო კონვენციების პირობების დაცვით მიმდინარეობს.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

„პროექტთან დაკავშირებული ყველა დეტალი ზედმიწევნით გათვლას საჭიროებს. პროექტის განხორციელებისთვის მიმდინარეობს გარემოსდაცვითი, რეგიონული და სხვა საკითხების შესწავლა, რომელშიც ჩართულები არიან დარგის სპეციალისტები და კვალიფიციური ექსპერტები. ჩვენ ვითვალისწინებთ ადგილობრივი მოსახელობის ინტერესებს და მათთან ინტენსიური კავშირი გვაქვს, პროექტი ყველა საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება, რასაც გარკვეული დრო დაჭირდა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდი“ სს „ნენსკრა ჰიდროს“ აქციონერია და ნენსკრა ჰესის პროექტის დაწყების დღიდანვე “K-water”-ის სანდო ბიზნეს-პარტნიორი. ჩვენს კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას ნენსკრა ჰესის პროექტის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მიზანია, ეს თანამშრომლობა მომავალშიც განვითარდეს“, – აღნიშნა K-water-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაკსუ ლიმ.

კორეის წყლის რესურსების კორპორაციის K-water–ის აღმასრულებელი დირექტორი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჰაკსუ ლი საქართველოს ეკონომიკის მინისტრსა და ქვეყნის ეკონომიკური გუნდის სხვა  წარმომადგენლებს შეხვდა.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია. ჰიდროელექტრო სადგური საქართველოს  ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია კი მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

სამხრეთ კორეული წყლის რესურსების კორპორაცია „K-Water“-ი 20 მლრდ დოლარის ჯამურ აქტივებს ფლობს. კომპანიის წლიური ბრუნვა 1.7 მლრდ დოლარია. 

კორპორაცია 1967 წელს დაარსდა. კორპორაცია კაშხლებს, ნაპირდამცავს, წყალმომარაგების სისტემებს და ნაგებობებს ფლობს. გარდა სამხრეთ კორეისა, „K-Water“-ი საერთაშორისო პროექტებსსხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს.

სს "საპარტნიორო ფონდი" | jsc "Partnership Fund"-ს ფოტო.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …