IWSC 2024 Wine Judging in Georgia – ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

IWSC 2024 Wine Judging in Georgia – ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია, IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 5 ოქტომბერს გაიხსნა და 3 ნოემბრამდე გაგრძლდება.

IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურადღვინის სამშობლოდან“ – საქართველოდან დაიწყება, – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსიმნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის და აზერბაიჯანის ღვინოებსაც შეაფასებენ.  კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიისაერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება,  ჟიურის წევრი, ღვინის აღიარებული მაგისტრიალისტერ კუპერი უხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური, მათ შორის ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები.

IWSC კონკურსის საქართველოში ჩატარება გასულ წელს, ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის ძალიან დიდი გამარჯვება იყო. მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო ის მაღალი სტანდარტი, რომელთა სრული დაცვით IWSC Wine judging in Georgia -ის გუნდის მიერ კონკურსის ყველა ეტაპი განხორციელდა. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოვყო დარეგისტრირებულ ღვინოთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა – 152-მა მწარმოებელმა წარმოადგინა 487 ღვინო. ასეთმა ინტერესმა და ჩართულობამ, ერთი მხრივ, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა წელს კონკურსის ჩატარების აუცილებლობაში.

შარშან ჩვენს მიზანს მივაღწიეთ: მედალოსანთა სიაში ბევრი მცირე და საშუალო მარანი იყო. ბევრი ახალი ღვინო და მეღვინე გაიცნო როგორც ღვინის, ასევე ფართო საზოგადოებამ. ამიტომ მეღვინეებს აუცილებლად ვურჩევ, რომ მისცენ მათ შემოქმედებას – ღვინოს, იმის შანსი რომ გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული კონკურსის გამარჯვებული,“ – აღნიშნავს IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი  მარიამ გუჯაბიძე.

ცნობისათვის, ღვინის საერთაშორისო კონკურსი, IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს.

ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/3LTWyVp

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …