ISET საქართველოში უმუშევრობის მასშტაბურ ზრდას ელის

თბილისი (BPI) – ISET კვლევითი ინსტიტუტი მოკლევადიან პერიოდში საქართველოში უმუშევრობის მასშტაბურ ზრდას პროგნოზირებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის შემცირება გავლენას ყველა ინდუსტრიაზე მოახდენს. დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მოწყვლადი სექტორების სია ასე გამოიყურება: განთავსების საშუალებები და საკვების მიწოდების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, გართობისა და დასვენების სექტორები. კვლევით ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ ეს სირთულეები ასობით ათას ადამიანს შემოსავლის დაკარგვის, ან სამუშაო საათების შემცირების თვალსაზრისით რისკის ქვეშ აყენებს.

„დაქირავებული მუშახელის თითქმის 30 პროცენტი სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას, რაც ძირითადად გამოწვეულია ეკონომიკური საქმიანობის მოსალოდნელი ვარდნით ვაჭრობის,მშენებლობის, წარმოების, განთავსებისა და საკვების მიწოდების სექტორებში.

ყველაზე ნაკლებად განათლების, სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის, კომუნალური მომსახურების და ჯანდაცვის სფეროები დაზარალდება;

თვითდასაქმებულთა უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობის სექტორშია ჩართული, სადაც საშუალო სიმძლავრის ეფექტია მოსალოდნელი ღია სასურსათო ბაზრების დახურვის, ტრანსპორტირების შეზღუდვისა და მოთხოვნის ნაწილობრივი ვარდნის (ძირითადად საკვების მიწოდების სექტორის მხრიდან) გამო. მოსალოდნელია, რომ სოფლის მეურნეობა ნაკლებად დაზარალდება, თუმცა ამ სექტორში თვითდასაქმებულთა (უმეტესწილად თვითუზრუნველყოფაზე მყოფი ფერმერები) მნიშვნელოვანი ნაწილი, საშუალო საბაზისოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალი შემოსავლების გამო, შესაძლოა სპეციფიურად მორგებული პოლიტიკის საჭიროების წინაშე იდგეს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სექტორებზე გავლენის სიმძიმე, კარანტინის პირობებში დაწესებული შემზღუდველი ზომების ხანგრძლივობასა და სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებაში მათი გაუქმებისთან მიმდევრობაზე იქნება დამოკიდებული“,- ვკითხულობთ კვლევაში.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …