ბაქოს გემთმშენებელ ქარხანას შეღავათიანი პერიოდი უგრძელდება

აზერბაიჯანის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ბაქოს გემთმშენებელ ქარხანას საგადასახადო შეღავათებისა და გათავისუფლებების ვადა უგრძელდება. კანონპროექტი განხილვის შემდეგ მესამე მოსმენით იქნა მიღებული.

თუ ეს ცვლილება ძალაში შევა, ყარადაღის სამრეწველო პარკის რეზიდენტზე (რომელიც გემთმშენებლობას ეწევა) გავრცელებული შეღავათები და გათავისუფლებები 6 წლითგახანგრძლივდება, 2030 წლის 31 დეკემბრამდე. ეს მოიცავს მოგების, ქონებისა და მიწის გადასახადისგან გათავისუფლებას.

ამასთანავე, კანონში „საბაჟო ტარიფის შესახებ“ შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, ქარხანა, როგორც ყარადაღის სამრეწველო პარკის რეზიდენტი, რომელიც გემთმშენებლობით არის დაკავებული, საბაჟო მოსაკრებლისგან გათავისუფლდება იმპორტირებულ საქონელზე, რომელიც მისი საქმიანობისთვის არის საჭირო. ეს გათავისუფლების ვადაც ასევე 2030 წლამდე გაგრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …