Iran Air-მა ისპაჰანი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება დაიწყო

თბილისი (BPI) – ირანულმა ავიაკომპანია Iran Air-მა ისპაჰანი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება დაიწყო. ფრენები ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს, Airbus A321-ით განხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა კი 2.20 საათს შეადგენს.

რეისები ისპაჰანიდან თბილისის მიმართულებით 18:10 საათზე (ადგილობრივი დროით) განხორციელდება, ხოლო თბილისიდან ისპაჰანის მიმართულებით კი 09:00 საათზე (ადგილობრივი დროით).

ამ დროისათვის Iran Air-ი ირანსა და საქართველოს შორის თეირანი-თბილისის მარშრუტზე უკვე ოპერირებს.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …