Ingroup-ს რუსული ტურისტული ემბარგო ვერ აშინებს

თბილისი (BPI) – სასტუმროების ქსელის მფლობელი კომპანია „ინგრუპის“ ბიზნესზე რუსეთის ტურისტული ემბარგო გავლენას ვერ მოახდენს. ეს კომპანიის სტრატეგიითაა განპირობებული – სასტუმროში სტუმრების მთლიან რაოდენობაში რუსი ტურისტების რაოდენობა 6%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

კომპანიის მფლობელი პაატა კოკაია განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება ამ ბაზრის პოლიტიკური ელფერით არის განპირობებული. „დღეს თუ არა ხვალ შესაძლოა გაწბილებულები ვყოფილიყავით“, – ამბობს კოკაია.

მისივე თქმით, ერთადერთი გამონაკლისი „ინგრუპში“ შემავალი სასტუმროებიდან „გუდაურია ინია“, სადაც სტუმრების რაოდენობაში რუსი ტურისტები ჭარბად არიან. „აუცილებლად ჩავანაცვლებთ, ამაზე ვმუშაობთ“.

სასტუმროების ქსელ „ინგრუპის“ შემადგენლობაში შედის 200 ნომრიანი სასტუმრო „ინვერია ინი“ თბილისში, 154 ნომრიანი სასტუმრო ბაკურიანში „ბაკურიანი ინი“, 21-ნორიანი „რენესანსი ინი“ აღმაშენებელზე და „გუდაური ინი“ გუდაურში. პაატა კოკაიას თქმით, გუდაურის სასტუმრო წელს გაფართოვდება და 60 ნომრიანი სასტუმრო უკვე 93 ნომრით იქნება წარმოდგენილი. ამავდროულად კომპანიას უკვე შეძენილი აქვს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში მიწა ქუთაისში, სადაც 120 ნომრიანი სასტუმრო აშენდება.

„რუსეთის დაწესებული ტურისტული ემბარგოს ფონზე ისეთი გამოუვალი მდგომარეობა, რომ ქვეყანა ინგრეოდეს ნამდვილად არ გვაქვს. რა თქმა უნდა დავზარალდებით, მთლიანობაში საქართველოში უცხოელი ტურისტების 20% იყო რუსეთიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველ წელს ტურისტების რაოდენობა 18%-ით იზრდება და ვფიქრობ, რომ შარშანდელ მაჩვენებელს ბევრით არ ჩამოვრჩებით, რა თქმა უნდა სწორ ზომებს, სწორედ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მოვიძიებთ ახალ ბაზრებს და განვახორციელებთ სწორ მარკეტინგულ კამპანიას“, – ამბობს კოკაია.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას საკორდინაციო საბჭო და გაკეთდეს შატლი, რომელიც ერევნიდან ან ბაქოდან წამოვა თბილისში. „უნდა დაგვეხმაროს დიპკორპუსი, რომ ჩვენ რუსეთის გადაწყვეტილებით არ დავზარალდეთ, ჩვენი დიპლომატები სხვადასხვა ქვეყანაში დაკავებული უნდა იყვნენ საქართველოს რეკლამირებით, ქართველი  სელებრითები უცხოპელებს უნდა ეპატიჯებოდნენ ჩვენს ქვეყანაში დასასვენებლად და უნდა აწვდიდნენ მესიჯს, რომ საქართველოში მშვიდობაა და არცერთი სტუმარი არ გვეზიზღება დედამიწის ზურგზე“, – აცხადებს კოკაია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …