IMF 2020 წლისთვის საქართველოში ეკონომიკის 4,3%-იან ზრდა პროგნოზირებს

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში წელს 4,3%-იან ზრდას პროგნოზირებს.

ფონდის მისია, რომელმაც ქვეყანაში ერთკვირიანი მუშაობა დაასრულა, აცხადებს, რომ რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო.

ამავდროულად ფონდი ვარაუდობს, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს) 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება.

საერთაშორისო ორგანიზაცია დადებიტად აფასებს ეროვნული ბანკის მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას.

“გაურკვეველი საერთაშორისო პერსპექტივა მოითხოვს გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების დაგროვებას, და გონივრული მაკრო პოლიტიკის გაგრძელებას. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების განზრახვას შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ვიდრე ეს საჭირო იქნება და ასევე განახორციელოს პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა.

2020 ბიუჯეტი მართებულად ინარჩუნებს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას. ფისკალური დეფიციტი 2020 წელს იზრდება მშპ-ს 2.4 პროცენტამდე, 2019 წლის 2.1 პროცენტთან შედარებით. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების ძალისხმევას დღგ-ს ანაზღაურების ასწრაფების მიმართულებით, ანაზღაურების ავტომატური სისტემის შემოღებით; ასევე კერძო-საჯარო თანამშრომლობის ჩარჩოს დასასრულებლად და სახელმწიფო საწარმოების მართვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ხელისუფლება იყოს ყურადღებით რომ არ მოხდეს ფისკალური რისკების დაგროვება”, – ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ რელიზში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …