IMF-ი საქართველოს დაეხმარება

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მზადაა საქართველოს კორონავირუსის ეფექტის განეიტრალებაში დაეხმაროს.

“ერთად ვმუშაობთ შოკის ეფექტისა და გავლენის შესაფასებლად, დროული და გადამწყვეტი ნაბიჯების შესამუშავებლად, რათა პანდემიის ეკონომიკური ეფექტი განეიტრალდეს. ფონდი მზად არის, საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს ამ რთულ ვითარებაში”, – განაცხადა ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

სელიმ ჩექერმა განაცხადა, რომ პირველი რიგის პრიორიტეტი ჯანდაცვის ხარჯების უზრუნველყოფა, ხალხის კეთილდღეობის დაცვა და ვირუსის გავრცელების შენელება.

ჩაქერი საქართველოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების გამოცდილებაზე აღნიშნავს, რითაც ქვეყანას უცხოური და ფისკალური რეზერვები აქვს და მათი გამოყენება შეიძლება პოლიტიკური რეაგირების ნაწილი გახდეს კორონავირუსის ეკონომიკურ ეფექტსა და გავლენასთან საბრძოლველად.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ IMF-ს მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდაზე მიმართა.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …