IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მომავალი წლისთვის 4,3%-მდე შეუმცირა

თბილისი (BPI) – სსფ საქართველოს 2020 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0,5%-ით, 4,3%-მდე ამცირებს.

ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადია გარეშე შოკების მიმართ, 2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 4.7% შეადგინა.

“ველით, რომ 2019 წელს ეკონომიკა 4.6 პროცენტით გაიზრდება, 2020 წელს 4.3%-ით. ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედებს უარყოფითი რისკები, რომელიც ძირითადად საგარეო ვითარებით არის გამოწვეული”, – განაცხადა ვერე-მარტინმა.

მერსედეს ვერე-მარტინამ განაცხადა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე (მშპ-ს 4.6 პროცენტი) შემცირდა. დასძინა, რომ კორპორატიულმა სესხებმა და ლარის იპოთეკებმა ხელი შეუწყო დაკრედიტების ზრდის შენარჩუნებას. ლარის გაუფასურებამ გაზარდა წლიური ინფლაცია 6.9%-მდე ოქტომბრის მდგომარეობით.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: იმედგაცრუებული ვარ

თბილისი (BPI) – ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ …