2021 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (129.0 ლარით) გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ
დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 234.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით გაიზარდა 10.4 პროცენტით);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 193.7 (გაიზარდა 2.0 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 003.6 ლარი (გაიზარდა 4.9
პროცენტით);
• მშენებლობა – 2 003.1 ლარი (გაიზარდა 6.8 პროცენტით).
2021 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1106.4 ლარით, ხოლო კაცების – 1 612.1 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 139.6 ლარი (9.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2021 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 149.7 ლარით (11.5%) გაიზარდა და 1 455.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 336.2 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 60.4 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 265.0 ლარი, გაიზარდა 3.5 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.
2021 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 89.1 ლარით (7.9%) გაიზარდა და 1 219.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.