IFC ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: ველით სამართლიან და გამჭვირვალე გადაწყვეტას

თბილისი (BPI) – საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით პროცესის სამართლიან წარმართვას ელის.

კორპორაციის გავრცელებულ განაცხადებაში ნათქვამია, რომ თიბისი ბანკს წამყვანი როლი აქვს საქართველოს საბანკო სექტორში. “ველით ამ საქმის სამართლიან და გამჭვირვალე გადაწყვეტას,  რაც საბანკო საქმიანობას არასასურველ შედეგებს ააცილებს თავიდან.”

კორპორაცია მიესალმება თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის გადაწყვეტილებას საბჭოში თანამდებობების დატოვების შესახებ, რათა მთელი ყურადღება მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს დაუთმონ.

IFC იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2000 წელს თიბისი ბანკის აქციონერი გახდა და ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ თიბისი ბანკის ჯგუფის მხარდაჭერას.

საბანკო სექტორის ზრდა მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებისთვის და ჩვენი მიზანია განვაგრძოთ ფინანსური სექტორის განვითარების და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …