IFC–ი მცირე და საშუალო ბიზნესს 18,5 მლნ ევროთი დააფინანსებს

თბილისი (BPI) – საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 18,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ფონდში (European Fund for Southeast Europe – EFSE).

რესურსს ევროპისა და ცენტრალური აზიის თოთხმეტ ქვეყანაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანანსებლად გამოიყენებენ.

სესხების გაცემა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით განხორციელდება. EFSE რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის უმსხვილესი დამფინანსებელია.

რესურსით რეგიონის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი და ის მსესხებლები ისარგებლებენ, ვისთვისაც დაფინანსება ნაკლებად ხელმისაწვდომია.

კვლევების თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 27%-ის ფინანსური საჭიროებები არ ფინანსდება და ეს დეფიციტი რეგიონის მასშტაბით $740 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. IFC–ის ინვესტიცია ბაზრის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების გამოყენებას შეუწყობს ხელს.

საფინანსო ინსტიტუტის განმარტებით, მცირე საწარმოებს ახლა გადაუდებელი დახმარება სჭირდება, რათა ოპერირება განაგრძონ და სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 2 თვეში მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 350 ათასი ლარი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, …