IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება. საშემოდგომო სამუშაოებზე, პლატოს ტერიტორიას 3000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე უკვე მეხუთე წელია ხორციელდება. პროექტის #ბორჯომიგულშემატკივარი ფარგლებში, 4,5 ჰექტარამდე ფართობზე, ჯამში, 23 000-მდე ნერგი დაირგო. პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც ითვალისწინებს.
კამპანიის მიზანი ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …