თბილისი (BPI) – IATA სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნის შემცირებას პროგნოზირებს. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) 8 თვის მონაცემებით, კლების ტენედენცია უკვე სახეზეა. სტატისტიკური მონაცემებით, ავიარეისებით გადაზიდული ტვირთბრუნვის მაჩვენებელ ივნისში, 2018 წლის ივნისთან შედარებით 4.81%-ით დაეცა. ასოციაციაში აღნიშნულის მიზეზად კი აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომს მიიჩნევენ.
საჰაერო ტვირთების მოცულობა ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის მიმართულებით 5%-ითაა შემცირებული. ექსპერტების აზრით, ეკონომიკურ დაპირისპირებას ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია აფრიკის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირებაზე.
IATA-ში აცხადებენ, რომ მსოფლიოში კარგო ტვირთებზე კლება სახეზეა, თუმცა ის ძირითადად დიდი ბაზრებზე უფროა შესამჩნევი. მაგალითისთვის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საავიაციო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 5.41%-ითაა შემცირებული, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით კი კლება 7.1%-ის დონეზეა. ლათინური ამერიკის ქვეყნებში კარგო ტვირთების მოცულობა 1%-ითაა შემცირებული. საავიაციო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ კი ევროპაში 3.61%-ით დაიკლო.
საგულისხმოა, რომ აფრიკაში კარგო ტვირთებზე მოთხოვნა იზრდება, აღნიშნული ბოლო თვეების სტატისტიკური მაჩვენებლებიდან კარგად ჩანს