I კვარტალში საშუალო ხელფასი ₾33.5-ით არის გაზრდილი

თბილისი (BPI) – “საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი შეადგინა.

2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასია:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8 პროცენტი);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1799.0 ლარი (წლიური ზრდა 3.2 პროცენტი);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1751.8 (წლიური ზრდა 3.9 პროცენტი).

2019 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების – 1294.1 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 58.0 და 22.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2019 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1151.9 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 45.4 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2056.6 ლარი, წლიური ზრდა 2.5 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1776.6 ლარი, წლიური ზრდა 4.1 პროცენტი) დარგში ფიქსირდება:

2019 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 12.5 ლარით და 993.1 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …