I კვარტალში, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 77%-ით გაიზარდა

2023 წლის I კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 9,633 ერთეული შეადგინა და წინა წლის I კვარტალთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 1%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 12%-ით, 532 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას recov ავრცელებს.

recov-ის მონაცემებითვე, 2023 წლის I კვარტალში, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა.

2023 წლის I კვარტალში, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 77%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით შემცირდა, 3,800 ერთეულამდე.

I კვარტალში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 14%-ით, ქალაქის ცენტრში კი 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 4% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …