I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 468.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებლის ტოლია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 987.0 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 170.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.2 პროცენტით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 112.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 16.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 5.7 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 165.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.4 პროცენტით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …