ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, დარგში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა – ოთარ შამუგია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, მეღვინეობა-მევენახეობის დარგის წარმატებებზე ისაუბრა.

„ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმები, რაც ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის და მასზე მოთხოვნის  ზრდას უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. შედეგად, 2021 წელს, ღვინის წარმოების მიმართულებით ისტორიული მაჩვენებლები დაფიქსირდა. საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ხორციელდება მარკეტინგულ ღონისძიებები.

„ეს ქვეყნებია პოლონეთი, ამერიკის შეერთებულ შტატები, ჩინეთი, გერმანია, დიდ ბრიტანეთი, იაპონია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.  აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინის ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ბოთლს. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, პოლონეთში ექსპორტი გაიზარდა 34%-ით, ჩინეთში 29%-ით, გერმანიაში 28%-ით, ლატვიაში 19%-ით, ლიეტუვაში 45%-ით, 12%-ით იაპონიაში და 71%-ით დიდ ბრიტანეთში“, – აღნიშნა მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …