ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია Gulf Hotels Group საქართველოს ბაზარზე იწყებს ოპერირება

ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია “Gulf Hotels Group” საქართველოს ბაზარზე იწყებს ოპერირებას. ხელშეკრულების ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

ხელმოწერის ცერემონია თბილისში, კომპანია „ჯინო ჰოლდინგის” კუთვნილი აკვაპარკის ტერიტორიაზე გაიმართა. ხელშეკრულების თანახმად, “Gulf Hotels Group” – ი აკვაპარკისა და კომპლექსში მდებარე ახლადაშენებული სასტუმროს მართვას განახორციელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კომპანია N&G – ის დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ და „Gulf Hotels Group”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფარუკ ალმოაიდმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მიესალმა საქართველოში ტურისტული სერვისების მიმწოდებელი მსხვილი ბაჰრეინული კომპანიის შემოსვლას, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას. ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს ტურისტული სერვისების ხარისხი, რაც ქვეყანაში უფრო მეტ შემოსავალს დააგენერირებს. მისი თქმით, ამ ამოცანის შესასრულებლად მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ტურისტული მომსახურებით.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივი პერსონალი, რომელიც თბილისში, აკვაპარკის ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიანი „Gulf Aquamarine Hotel”-ში დასაქმდება, თბილისის ობიექტისთვის არასეზონის დროს “Gulf Hotels Group” – ის სხვა სასტუმროებში შეძლებენ დასაქმებას. აღნიშნულ ობიექტზე იგეგმება 500 ადამიანის დასაქმება.

ღონისძიებასში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მედეა ჯანიაშვილი.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …