GPIH-ის საწესდებო კაპიტალი გაიზარდა

თბილისი (BPI) – ჯიპიაი ჰოლდინგის აქციონერთა კრებამ კაპიტალის 4.5 მლნ ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლიდან დღემდე აქციონერების გადაწყვეტილებით კომპანიის კაპიტალის ზრდა ოთხჯერ განხორციელდა, ჯამში 20 მლნ ლარით და დღეისთვის 32 029 431  ლარი შეადგინა.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი:  „კაპიტალის ზრდის გადაწყვეტილება იმის დემონსტრირებაა, რომ აქციონერებს სჯერათ საქართველოს სადაზღვევოზე ბაზარზე მიმდინარე რეფორმების და ჯიპიაი ჰოლდინგის, როგორც ლიდერის როლის შენარჩუნებისთვის მზად არიან ფინანსური და საექსპერტო მხარდაჭერა განახორციელონ. ეს უაღრესად მნიშვნელვანია არამხოლოდ ჩვენი კომპანიის სტაბილურობისა და სიძლიერისთვის, არამედ ზოგადა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისთვის. დარწმნუნებულები ვართ, ის დადებითი სიგნალები, რაც ამ სექტორში რეფორმებს უკავშირდება, განხორციელდება ისე, რომ გარანტირებული იყოს ამ ბაზრის მდგრადი და დინამიური განვითარება.“

პიტერ ტირინგი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ რეგიონში ჩვენი საქმიანობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და რომ ამ ბაზარზე ვართ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი კომპანიების და ზოგადად, საქართველოს სადაზღვევო სექტორის განვითარებას. ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკის კვაკუთხედია. ჩვენ ინვესტიციებს მოკლევადიანი მოგების მიზნით არ ვახორციელებთ, არამედ გვაქვს გრძელვადიანი გათვლები რომ ამ ბაზარზე დიდხანს დავრჩეთ ჩვენი მომხმარებლების, პარტნიორებისა და თანამშრომლების საკეთილდღეოდ.“

აქციონერთა კრებამ განიხილა და დაადასტურა 2018 წლის აუდიტირებული შედეგები. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე კომპანიის საქმიანობის აუდიტს დიდი ოთხეულის წევრი კომპანია KPMG GEORGIA ახორციელებს, რაც კომპანიაში არსებული მაღალი სტანდარტის კიდევ ერთი მაჩვენებელია. არსებული ანგარიში ცხადყოფს, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტაბილურად იზრდება – მოზიდული პრემია 6%ით მეტია გასულ წლის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მოგებამ 5,2 მლნ ლარი შეადგინა.  კომპანიამ 2018 წელს აანაზღაურა  78 მლნ ლარის ოდენობის ზარალი აუდიტირებული შედეგების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე: WWW.GPIH.GE

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი – 21% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგში 530 ადამიანი მუშაობს საქართველოს 6 ფილიალში და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ – 485 მილიონი ევრო შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …