Google-ს HUAWEI-სთან პარტნიორობის გაგრძელება სურს

თბილისი (BPI) – ამერიკის მთავრობასა და კომპანია HUAWEI -ს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად, Google-ი ცდილობს დაარწმუნოს ა.შ.შ., მისცეს UAWEI -ს Google-ის ეკოსისტემის გამოყენების შესაძლებლობა.

ცნობილია, რომ HUAWEI-ს ოპერაციული სისტემა თავდაპირველად სმარტფონებისთვის განკუთვნილი არ იყო . გარდა ამისა, Google-ის ოპერაციული სისტემა საჯაროა, შესაბამისად  კომპანიას მისი გამოყენების შესაძლებლობა გააჩნია.  „ა.შ.შ. ლიმიტირებულს ხდის ჩვენთვის Google-ის მობილური სერვისების გამოყენებას. Google-ის ეკოსისტემა ათასობით პარტნიორს მოიცავს და HUAWEI რამდენიმე დღეში მსგავს სისტემას ვერ შექმნის. თუ ამერიკის მთავრობა საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ Google- ის ეკოსისტემის გამოყენება, აშშ შეინარჩუნებს თავის დომინანტურ პოზიციას აღნიშნულ სფეროში. თუკი უარს იტყვის, ეს მათთვისაც ცუდი იქნება სამომავლოდ,“ – განმარტავს  HUAWEI-ს აღმასრულებელი დირექტორი რენ ჟენგფეი.

კომპანია HUAWEI მზად არის გამოხატოს თავისი კეთილი ნება და დასავლეთის ქვეყნებს საკუთარი ტექნოლოგიების გამოყენების ლიცენზია მისცეს.  ამით კომპანია კიდევ ერთხელ ამართლებს საკუთარ მისწრაფებას-  „მოვემსახუროთ კაცობრიობას და მივაღწიოთ მეცნიერების მწვერვალს“.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …