GITA-ს მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიური კონფერენციის  მთავარი სპიკერები სტივ ბლანკი და გაი კავასაკი იქნებიან

თბილისი (BPI) – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიური კონფერენციის მთავარი სპიკერები სტივ ბლანკი და გაი კავასაკი იქნებიან.

სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია 2020 წლის 10-12 დეკემბერს ვირტუალურად გაიმართება. ღონისძიებას 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება.

სტივ ბლანკი თანამედროვე მეწარმეობის ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევა. მას ეკუთვნის  Lean Startup მოძრაობის შექმნა და მისივე ავტორობით გამოიცა  სახელმძღვანელო სტარტაპებისთვის „ოთხი ნაბიჯი შემეცნებამდე“. სტივ ბლანკი კითხულობს ლექციებს სტენფორდის, კოლუმბიის, ბერკლისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტებში.

ანტრეპრენერი, ბრენდ ევანგელისტი და მარკეტინგის გურუ გაი კავასაკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარკეტინგის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება. ის არის 15-მდე ბესტსელერი წიგნის ავტორი, მენტორი და ერთ-ერთი საუკეთესო გამომსვლელი ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპებისთვის განკუთვნილ არაერთ პლატფორმაზე.

სამდღიანი ვირტუალური კონფერენცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს, პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს, გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტარტაპ გრაინდის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.startupgrind.ge

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …