მთავარი ეკონომიკური მოვლენები 20 ივნისის დილისათვის

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

განვითარებადი ქვეყნები

WB. იმის გამო, რომ მსოფლიო ეკონომიკა მაღალი ინფლაციისა და ნელი ზრდის წინაშე დგას, საჭიროა გადამწყვეტი მოქმედებები, რათა თავიდან იქნას აცილებული უკრაინის ომის უმძიმესი შედეგები გლობალური ეკონომიკისთვის.

IMF. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლებმა შეიმუშავეს გზის ხარისხის ახალი საზომი 162 ქვეყანაში. მაღალსიჩქარიანი გზები, რომლებსაც შეუძლიათ საქონლის გადატანა მომხმარებლებისთვის შორეულ ბაზრებზე, ზრდის პროდუქტიულობას, ამცირებს სიღარიბეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებაში.

WB. ზოგიერთი ენერგოექსპორტიორი განვითარებადი ეკონომიკის გარდა, 2022 წლის ზრდის პროგნოზი შემცირდა ქვეყნების დიდ უმრავლესობაში.

FT Weekend. ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ახლა დადგა დრო განახლებული ინვესტიციების განვითარებად ბაზრებზე.

IMF. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი: გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და განვითარებადი საბაზრო ეკონომიკის ზრდამ შესაძლოა ქვეყნებს უბიძგოს გადახედონ აშშ დოლარის რეზერვების დაგროვებას.

WB. უკრაინაში ომით გამწვავებული, ინფლაციური ზეწოლა აგრძელებს ზრდას და გაფართოებას მთელ მსოფლიოში. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია პიკს მიაღწევს 2022 წლის შუა პერიოდამდე, შემდეგ თანდათან შემცირდება, მაგრამ დამატებითმა შოკებმა შეიძლება გაზარდოს სტაგფლაციის რისკი.

EBRD თვითერზე. ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას 300 მილიონ ევრომდე თანხით.

ჩვენ ვეხმარებით NaftogazUkraine ს აინაზღაუროს რუსეთის შემოჭრის შედეგად ბუნებრივი აირის მოპოვების დანაკარგი

ADB. მილიონობით ადამიანი მთელს აზიასა და წყნარ ოკეანეთში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარზე, ბევრი მათგანი საბანკო მომსახურებაზე წვდომის გარეშე.

ADB თანამშრომლობს მიკროსაფინანსო ინსტიტუტებთან, რათა გაზარდოს მათი ხელმისაწვდომობა ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე და დააკმაყოფილოს მათი ფინანსური საჭიროებები.

WTO თვითერზე. ვმო-ს მინისტრებმა მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებებს სასურსათო დაუცველობაზე რეაგირების შესახებ. საკითხები მოიცავს მათ შორის სურსათის შესყიდვების გამონაკლისს, ვმო-ს პასუხს პანდემიაზე, ელექტრონულ კომერციის საკითხზე მორატორიუმს.

NBG-WB. დღეს დაგეგმილია საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ღონისძიება. მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში- გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები (ქვეყნდება წელიწადში ორჯერ). ეს არის ივნისის გამოშვება, რომელშიც წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონალური, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ივნისის ანგარიში გვთავაზობს მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების პირველ სისტემურ შეფასებას 70-იანი წლების სტაგფლაციასთან შედარებით. კერძოდ, ანგარიში მიუთითებს, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია სტაგფლაციას განვითარებად ქვეყნებზე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …