მთავარი ეკონომიკური მოვლენები 15 ივნისის დილისათვის

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

ენერგორესურსები და სანქციები

IMF. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მოიტანა სრულიად ახალი რეალობა საერთაშორისო ურთიერთობებში, მნიშვნელოვანი ახალი შედეგებით გლობალურ ეკონომიკურ წესრიგზე. ომი გავლენას ახდენს ქვეყნებზე მთელს მსოფლიოში: საქონლის ფასების და ინფლაციის მატება, სავაჭრო ნაკადების შეფერხება, ევროპაში ლტოლვილთა კრიზისი და ფინანსური პირობების გამკაცრება.

FT. ევროპის გაზის მიწოდებამ სამშაბათს ორმაგი დარტყმა განიცადა მას შემდეგ, რაც აშშ-ს თხევადი ბუნებრივი გაზის საექსპორტო ტერმინალმა განაცხადა, რომ ის ტექნიკირად ვერ შეძლებს მიწოდებას სულ მცირე სამი თვით. რუსეთმა კი პარალელურად განაცხადა, რომ შეწყვეტს ნაკადებს გერმანიისკენ მიმავალ საკვანძო მარშრუტზე.

Bloomberg. ბრიტანეთი კვლავ განიხილავს საქმეს ელექტროენერგიის გენერირების „განსაკუთრებული მოგების“ სახელმწიფო გადასახადის შესახებ.

BI. ივნისში რუსული ნავთობის მოპოვება 5%-ით გაიზარდა, რადგან ჩინეთი და ინდოეთი აგრძელებენ ფასდაკლებით ნავთობის შესყიდვას.

Bloomberg. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, გლობალური ენერგეტიკული ბაზარი რამდენიმე დღეში დრამატულად შეიცვალა ახალი დღის წესრიგის მიმართულებით.

BI. ზოგიერთი ევროპული საწარმო იძულებულია დროებით დაიხუროს ენერგორესურსებზე გლობალური ფასების ზრდის გამო.

მსოფლიო ეკონომიკა

BI. Bank of America-ს მონაცემებით, ინვესტორების 80%-ზე მეტი მოელის, რომ სტაგფლაცია გამოიწვევს საბაზრო შოკებს ერთი წლის განმავლობაში.

FT. ბიტკოინმა დაკარგა თავისი ღირებულების 60 პროცენტზე მეტი ნოემბრის შემდეგ, როდესაც მან მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს.

CNN Business Nightcup. კრიპტო ბირჟა Coinbase ათავისუფლებს თავისი თანამშრომლების 18%-ს – დაახლოებით 1000 თანამდებობაზე – რადგან  კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი დაცემის გამო, კომპანიის საბაზრო ღირებულება შემცირდა.

BI. Coinbase აცხადებს, რომ გაათავისუფლებს 1,100 თანამშრომელს კრიპტოვალუტის კრიზისიდან გამომდინარე რესტრუქტურიზაციის გამო.

Bloomberg. ავსტრალიის მომხმარებელთა პოზიტიური მოლოდინები ივნისში შემცირა, რადგან ინფლაციის აჩქარება და ცენტრალური ბანკის განაკვეთების ზრდა აწუხებს ოჯახებს ეკონომიკის შემდგომი პერსპექტივის გამო.

BI. მეტი სიმდიდრისა და განათლების მქონე ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან გამოიყენონ ციფრული გადახდები, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ აქვთ უფრო მაღალი ნდობა ისეთი ინსტიტუტების მიმართ, როგორიცაა ბანკები და შესაბამისად, აქვთ მათზე მეტი წვდომა.

The Economist. სამომხმარებლო ფასები ამერიკაში გასულ თვეში 8,6%-ით მეტი იყო, ვიდრე ერთი წლით ადრე, ეს არის ყველაზე დიდი ზრდა 1981 წლის შემდეგ.

BI. რუსეთი დაკარგავს ყველაზე მეტ მილიონერს წელს, რადგან ომი იწვევს კაპიტალის გაქცევის “ცუნამს”. მდიდრები გარბიან რუსეთიდან და 15000-ზე მეტი მილიონერი – ქვეყნის მდიდარი მოსახლეობის 15%-ი, სავარაუდოდ ქვეყანას წელს დატოვებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …