მთავარი ეკონომიკური მოვლენები 13 ივნისის დილისათვის

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

მსოფლიო ეკონომიკა

BI. რუსეთის ომმა უკრაინასთან სანქციებისა და ნაჩქარევი გასვლების ფონზე გლობალურ კომპანიებს 59 მილიარდი დოლარის ზარალი მოუტანა.

FT. ამერიკული კომპანიები მილიარდობით მოგებას კარგავენ, რადგან დოლარის გამყარება 20 წლის მაქსიმუმს აღწევს.

BI. ჩინეთი საუდის არაბეთიდან ნაკლებ ნავთობს იღებს, რადგან OPEC-ი აზიის სხვა ნაწილებს აწვდის უფრო მეტს.

Bloomberg. ნავთობის თემა და ფასები ახანგრძლივებს ზარალს, რადგან ინვესტორები განიხილავენ მონეტარული გამკაცრების პერსპექტივას აშშ-ს მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

პრეზიდენტი ბაიდენი თვითერზე. ისტორიული გლობალური ენერგეტიკული გამოწვევების ფონზე, ჩვენ უნდა გავზარდოთ ამერიკული ენერგიის წარმოების მედეგობა.

BI. რუსეთი 2 თვეში მეოთხედ ამცირებს საპროცენტო განაკვეთს, რადგან ნავთობის გაყიდვები ამსუბუქებს სანქციების წნეხს.

FT. Financial Times-ის მიერ გამოკითხული წამყვანი აკადემიური ეკონომისტების თითქმის 70 პროცენტის თანახმად, მომავალ წელს აშშ-ს ეკონომიკა რეცესიაში ჩავარდება.

CNN. ამერიკელებს სასურსათო მაღაზიებში ფასების მატება ელით იმ დონეზე, რაც არ ყოფილა 1970-იანი წლების შემდეგ.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები

EBRD. უკრაინის ეროვნული რკინიგზის ოპერატორ ვეხმარებით 50 მილიონი ევროს ფარგლებში ომის პერიოდის ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად.

მხარდაჭერა არის ჩვენი დაგეგმილი 1 მილიარდი ევროს აქტივობის ნაწილი უკრაინაში წელს.

IMF. ქვეყნებს ესაჭიროებათ კარგად შემუშავებული ახალი მაკროპრუდენტული პოლიტიკა და ფინანსური უსაფრთხოების ბადეები ბანკების მიერ ფინანსური სტაბილურობის რისკების უზრუნველსაყოფად.

WB. მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა, რომელიც შეიქმნა, ეს არის გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე. მის აშენებას დრო დასჭირდა და ამან მილიარდზე მეტი ადამიანი გამოიყვანა სიღარიბიდან.

FT. WTO მიზნად ისახავს ექსპორტის კონტროლს, რათა შეაჩეროს სურსათზე ფასების ზრდა.

ADB. პანდემიის შედეგად სტუდენტების სწავლის დანაკარგები გავლენას მოახდენს მათ უნარებსა და პროდუქტიულობაზე მომავალში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …