მთავარი ეკონომიკური მოვლენები გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგიდან“

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

Twitter – ჯო ბაიდენი: “პუტინის შეჭრამ უკრაინაში გაზისა და სურსათის ფასები მთელ მსოფლიოში გაზარდა. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ფასები შევამცირო“. აშშ–ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სტრატეგიული მარაგებიდან დღეში 1 მილიონი ბარელი ნავთობი მიეწოდება ბაზარს.

Twitter – ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დროინდელი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი წერს, რომ 1981 წლის შემდეგ, აშშ-ს აქვს ყველაზე მაღალი ინფლაცია – 8.5%. ის  აღნიშნავს, რომ ბაიდენმა და მისმა რადიკალურმა მომხრეებმა კონგრესში, უნდა შეწყვიტონ ,,ზედმეტი  ხარჯვა’’ და დააბრუნონ ამერიკის ეკონომიკა სწორ გზაზე.

ინსაიდერი – გადამზიდავი კომპანიები შავ ზღვაზე ომის რისკებიდან გამომდინარე მაღალ სადაზღვევო პრემიუმის გადახდის წინაშე არიან. ეს თანხა შესაძლოა 5 მილიონ დოლარს შეადგენდეს, წერს ინსაიდერი ბლუმბერგზე დაყრდნობით. ბლუმბერგის სტატიაში თავის მხრივ აღნიშნულია, რომ შავი ზღვის პორტებში მცურავი სავაჭრო გემების დაზღვევის ღირებულება კონტროლიდან გავიდა, რაც რეგიონიდან რუსული ტვირთების გადაადგილების უზარმაზარ პოტენციურ დაბრკოლებად იქცა.

ინსაიდერი – ბილ ბროუდერი, საერთაშორისო ინვესტორი, რომელიც რუსეთში ფლობდა ყველაზე დიდ უცხოურ საინვესტიციო ფონდს, აღნიშნავს, რომ ოლიგარქებზე დაწესებულ სანქციებს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ექნებოდა უფრო დიდი ეფექტი ვიდრე ახლა.

FT – აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ფანტაზიაა“ ფიქრი იმაზე, რომ აშშ-ს ცენტრალურ ბანკს შეუძლია ინფლაციის საკმარისად დაწევა საპროცენტო განაკვეთების ისეთ დონემდე გაზრდის გარეშე, რომელიც ეკონომიკას შეზღუდავს. ჯეიმს ბულარდმა, Fed-ის სენტ-ლუისის ფილიალის პრეზიდენტმა თქვა, რომ ცენტრალური ბანკი უნდა იყოს უფრო აგრესიული ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციის აღმოსაფხვრელად”. “ახალი ზელანდიის ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა მისი ოფიციალური საპროცენტო განაკვეთი 1,5 პროცენტამდე მზარდი ინფლაციის საპასუხოდ, 50 საბაზისო პუნქტით. გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში 8,5%–იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალია ბოლო 40 წლის განმავლობაში.

IMF -არსებულ რთულ მდგომარეობას ახალი კვლევით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მთავრობებს შეუძლიათ დაეხმარონ საინფორმაციო ხარვეზების შევსებას მიწოდების ჯაჭვებში, ინვესტირებას ვაჭრობაში და ციფრულ ინფრასტრუქტურაში, შეამცირონ სავაჭრო ხარჯები და შეამცირონ პოლიტიკის გაურკვევლობა.

Twitter –  IMF–ის კვლევას მისი მმართველი დირექტორი გეორგიევა ეხმიანება და აღნიშნავს: ჩაკეტვასთან დაკავშირებული მიწოდების შეფერხებები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ხანმოკლე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვნახეთ მოწოდებები წარმოების განახლების შესახებ. ჩვენი ახალი ანალიზი აჩვენებს, რომ გლობალური ღირებულების ჯაჭვების დემონტაჟი არ არის პასუხი – მეტი დივერსიფიკაცია არა ნაკლებ აუმჯობესებს მდგრადობას.

Twitter– WTO  წერს, რომ გადახედავს 2022 წლის ვაჭრობის პროგნოზს 3%-მდე 4.7%-დან, რადგან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და გაგრძელებული #COVID19 ამძიმებს მსოფლიო ვაჭრობას.

FT  -კიევი მოუწოდებს ბრიუსელს, გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, ენერგეტიკული ემბარგოს დამატებით. „ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მოდელზე, რომელიც შეაჩერებს რუსეთს და გაანადგურებს მას ეკონომიკურად“, – განაცხადა სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა. „ჩვენი მთავარი მიზანი ენერგეტიკული ემბარგოა”.

FT – საბერძნეთი აპირებს დააჩქაროს გაზისა და ნავთობის მოძიება, რადგან ათენი ცდილობს შეამციროს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე, პუტინის ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. საბერძნეთი მიზნად ისახავს 2023 წლისთვის ჰქონდეს მკაფიო სურათი იმის შესახებ, აქვს თუ არა მას გაზის საკმარისი მარაგი, თქვა კირიაკოს მიცოტაკისმა სამშაბათს მას შემდეგ, რაც ის შეხვდა ენერგეტიკის წარმომადგენლებს.

FT – აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ ეკონომიკური ზეწოლა პრეზიდენტ პუტინის რეჟიმზე და „გადაწყვეტილად დაასრულონ დასავლეთის დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე“. სწორედ ამ საუბრის შესახებ წერს ტვიტერზე ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი: “მე ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს და ვაცნობე მას ჩემი შეხვედრის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკისთან ამ შაბათ-კვირას კიევში. ჩვენი ერთობლივი ყურადღება რჩება პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე თავისუფლებისთვის ბრძოლაში. პუტინის ბარბაროსული წამოწყება არ შეიძლება იყოს წარმატებული”

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …