GIG -ის აღმასრულებელმა დირექტორმა GHG ის 550 000 აქცია Georgia Capital-ის აქციებში გადაცვალა

თბილისი (BPI) – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის „GHG“ –ის მფლობელი კომპანია Georgia Capital-ის 2019 წლის 18 ნოემბერს გაცხადებული შეთავაზების საპასუხოდ, რომელიც ჯანდაცვის ჯგუფის აქციონერებისთვის კუთვნილი აქციების Georgia Capital -ის აქციებში გადაცვლას გულისხმობდა, ჯანდაცვის ჯფგუფის მენეჯმენტის რამდენიმე წევრმა, ჯამურად 1,301,976 აქციის გადაცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
აქედან GHG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ – 550 000 აქცია გადაცვალა , დრექტორთა საბჭოს წევრებმა ირაკლი გილაურმა და დევიდ მორისონმა კუთვნილი აქციების სრულად გადაცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
ირაკლი გილაურმა 411 700 აქცია, ხოლო დევიდ მორისონმა 116 600 აქცია გაცვალეს.
ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ უილიამ ჰუიტმა დამატებით GHG-ის 50 000 აქცია შეიძინა.
დირექტორთა საბჭოს სხვა წევრებს აქციების გაცვლაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ლევან დავითაშვილი: რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ენერგეტიკული მდგრადობის უზრუნველყოფისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისთვის

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სტამბოლის ენერგეტიკული ფორუმის მინისტერიალის პანელურ სესიაზე …