GGF ბაზისბანკს $10 მლნ-ის ფინანსური რესურსი გამოუყო

თბილისი (BPI) – ბაზისბანკისა და ფონდ GGF–ს პარტნიორობის ფარგლებში ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრძელვადიანი საკრედიტო ხაზი მიიღო.

ბანკის ცნობით, ინვესტიციის მიზანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსება.

ფონდის მიერ დაფინანსებული ენერგოეფექტური პროექტების შედეგად, პირველადი ენერგიის წლიური დანახარჯი დაახლოებით 11,043 მლნ ვტ/სთ ოდენობის დანაზოგის მიღების შესაძლებლობას იძლევა, ნახშირორჟანგის გამოყოფას კი დაახლოებით 1,582 მეტრული ტონით შეამცირებს.

საწარმოები კრედიტს ენერგოეფექტურობის და პროცესების გაუმჯობესების მიზნით, მანქანა-დანადგარების განახლებისთვის გამოიყენებენ. ფონდთან პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას, კერძოდ საჭიროებებზე მორგებულ სიმძლავრეების ამოქმედების სწავლებას, რაც „ბაზისბანკს“ საშუალებას მისცემს, ტექნიკურად შეაფასოს და გამოთვალოს მომავალი ინვესტიციების შესაძლო ზემოქმედება გარემოზე.

„მოხარული ვართ, რომ ფონდთან თანამშრომლობის და საქართველოში მწვანე დაკრედიტების ხელშეწყობის შესაძლებლობა მოგვეცა. ენერგოეფექტურობის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით და ფონდის მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მეშვეობით, „ბაზისბანკი“ უფრო ეფექტურად შეძლებს მწვანე პროექტების დაფინანსების ხელშეწყობას და განვითარებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგოეფექტური პროექტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჩვენი საცალო, მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების მსგავსი ტიპის სასარგებლო პროექტებში მაქსიმალური ჩართულობაახალი პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენს კლიენტებს ენერგოეფექტურობის პროდუქტებისადმი კიდევ უფრო მეტად გავუღვივოთ ინტერესი. ხოლო ის ფაქტი, რომ სესხები სწორედ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა ხელსაყრელია როგორც ქვეყნის ეკონომიკისათვის, ასევე თავად მომხმარებლისთვისაც. გვჯერა, რომ ფონდთან „Green for Growth“ თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო, ნაყოფიერი და ხანგრძლივი იქნება,“ განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …