გოგიტა თოდრაძე გაეროს ESCAP-ის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს

გოგიტა თოდრაძე გაეროს ESCAP-ის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს. 30 მაისს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
✅ პანელური დისკუსია ონლაინ რეჟიმში გაიმართა და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის Stat Café შეხვედრების სერიის (Stats Café series) ორი წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
✅ თავდაპირველად, გაეროს ESCAP-მა Stats Café შეხვედრების სერია Covid -19 პანდემიის დროს ეროვნული სტატისტიკური სისტემების მხარდასაჭერად და გამოცდილების გასაზიარებლად 2020 წლის მაისში დაიწყო. მოგვიანებით კი აღნიშნულ შეხვედრებს უფრო ფართო ხასიათი მიეცა და საზოგადოებისთვის სხვა მრავალი მნიშვნელოვანი თემა მოიცვა.
✅ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც პანელურ დისკუსიებში ჩვენს რეგიონს წარმოადგენდა, COVID-19-ის პანდემიის დროს და მის შემდგომ არსებული გამოწვევების დაძლევისა და პროგრესის დაჩქარების მიზნით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მიერ ყველა შესაძლო პლატფორმის, მათ შორის Stats Café -ების გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა. იმავდროულად გოგიტა თოდრაძემ, ESCAP-ის ყველა აქტივობაში, 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტულ საკითხად, არა მხოლოდ სტატისტიკის სისტემის, არამედ ყველა სხვა სფეროს შემდგომი განვითარებისათვის, ქცევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
✅ შეხვედრა ინტერაქტიურ ხასიათს ატარებდა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა Stats Café -ების შემდგომი, მათთვის საინტერესო თემებისა და სიხშირის შესახებ ონლაინ დისკუსიაში მიეღოთ მონაწილეობა.
✅ საქსტატის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გაეროს ESCAP-ის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის სამმართველოს დირექტორი, ტაილანდის სტატისტიკის სამსახურის გენერალური დირექტორი და ავსტრალიის სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები.
✅ აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან დღემდე გამართულია 85-ზე მეტი Stats Café შეხვედრების სერია, რომელშიც 104-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …