2021 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რაოდენობა 160.5%-ით გაიზარდა

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 2 ერთეული იყო ოპერისა და ბალეტის თეატრი, 41 – დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 2 – ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 7 – თოჯინების თეატრი. თეატრების უმრავლესობა (51.9 პროცენტი) ფუნქციონირებდა თბილისში, 15.4 პროცენტი – იმერეთში, ხოლო დარჩენილი 32.7 პროცენტი სხვა რეგიონებზე მოდის.

2021 წელს ქვეყანაში ჩატარდა დაახლოებით 1.9 ათასი ღონისძიება, აქედან 119 ჩატარდა ქალაქგარეთ. საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ შეადგინა 27 ერთეული, რომელშიც 203 პირი მონაწილეობდა.
2021 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 83.3 პროცენტით გაიზარდა და 1 787 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების ნახევარზე მეტი (52.9 პროცენტი) ჩატარდა ქ. თბილისში.
2021 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 46.3 პროცენტით გაიზარდა და 183.8 ათასი შეადგინა. საშუალოდ ერთ სპექტაკლზე დასწრების მაჩვენებელი 103 კაცით განისაზღვრა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ქ. თბილისი (47.7 პროცენტით), ხოლო მეორე ადგილზეა იმერეთი (13.5 პროცენტით).
2021 წელს საქართველოში 250 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 99 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 72 ერთეული – ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 23 ერთეული – ხელოვნების, 13 ერთეული – მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული – ლიტერატურულს, ხოლო 41 სხვა სახის მუზეუმს.
2021 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა ქ. თბილისში (23.2 პროცენტი). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (14.8 პროცენტი) და კახეთის (14.0 პროცენტი) რეგიონებია.
2021 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 160.5 პროცენტით გაიზარდა და 807.2 ათასი კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 3.2 ათასი დამთვალიერებელი მოდის.
2021 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 103.6 პროცენტით გაიზარდა და 20 057 ერთეული შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა – 23.2 პროცენტით გაიზარდა და 537 ერთეულს გაუტოლდა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …