2025 წელი ავიაკომპანია Geosky-სთვის ნიშნავს სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვან
ეტაპს, რომლის ფარგლებშიც ავიაკომპანიამ სრულად და წარმატებით შეასრულა დამტკიცებული
ბიზნეს გეგმით განსაზღვრული მიზნები.
წლის განმავლობაში Geosky-ის სატვირთო საჰაერო ფლოტს ეტაპობრივად დაემატა ოთხი Boeing
767-300F ტიპის საჰაერო ხომალდი, რაც წარმოადგენს ავიაკომპანიის განვითარების ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ეტაპს. ფლოტის აღნიშნული მოდერნიზაცია და ზრდა ეფუძნება წინასწარ
დაგეგმილ, დეტალურად გაანალიზებულ და ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე მორგებულ
სტრატეგიას.
ფლოტის გაფართოებამ გაზარდა ავიაკომპანიის ოპერაციული გამტარუნარიანობა, გააძლიერა
საერთაშორისო ქსელის მოქნილობა და შექმნა დამატებითი შესაძლებლობები გლობალურ
სატვირთო საავიაციო ბაზარზე. განხორციელებული ინვესტიცია ხაზს უსვამს ავიაკომპანია
Geosky-ს გრძელვადიან ხედვასა და პასუხისმგებლიან მიდგომას მდგრადი განვითარების მიმართ.
ბიზნეს გეგმის შესრულებამ და ფლოტის სრულად განახლებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა
ორგანიზაციულ განვითარებაზეც. 2025 წლის განმავლობაში გაიზარდა დასაქმებულთა
რაოდენობა, რაც მოიცავს როგორც საფრენო და საინჟინრო პერსონალს, ისე ოპერაციულ და
ადმინისტრაციულ რესურსს. ადამიანური რესურსების გაძლიერება Geosky-სთვის წარმოადგენს
სტრატეგიულ პრიორიტეტს და ფლოტის ზრდის განუყოფელ ნაწილს.
ფლოტის სრული განახლებისა და ოპერაციული მოდერნიზაციის პარალელურად, 2025 წელი
Geosky Airlines-ისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიცირებებისა და ინდუსტრიული
აღიარებების წლად იქცა, ავიაკომპანიამ მნიშვნელოვანი აღიარებები, ავტორიზაციები და
სერტიფიცირებები მოიპოვა.
2025 წლის საერთაშორისო მიღწევები და სერტიფიცირებები:
• IOSA RBI 2025 აუდიტის წარმატებით დასრულება — ადასტურებს Geosky Airlines-ის
უსაფრთხოების მაღალ კულტურასა და IATA-ს საოპერაციო სტანდარტებთან სრულ
შესაბამისობას.
• ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის CCAR-276 ავტორიზაციის მოპოვება — ავიაკომპანიას
ანიჭებს უფლებას განახორციელოს სახიფათო ტვირთების (DG) საჰაერო გადაზიდვა
ჩინეთში და ჩინეთიდან, მკაცრი რეგულატორული მოთხოვნების დაცვით.
• სერბეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული DG გადაზიდვის
ნებართვა — უზრუნველყოფს DG ტვირთების ტრანსპორტირებას სერბეთის
მიმართულებით და სერბეთიდან, ევროპული და ეროვნული საავიაციო რეგულაციების
სრული დაცვით.
• IATA-ს წევრობის ოფიციალური სერტიფიკატის გადაცემა რომში — წარმოადგენს Geosky
Airlines-ის გლობალური ინდუსტრიული აღიარების ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნულს.
• IOSA აუდიტის წარმატებით დასრულება (2024) — შექმნა მყარი ოპერაციული და
რეგულატორული საფუძველი 2025 წლის სტრატეგიული მიღწევებისთვის.
Business Political Insights BPI.GE